პარაოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისთვის ბიუჯეტიდან 7 545 520 ლარი გამოიყო

მწვრთნელებზე, საექიმო პერსონალსა და ადმინისტრაციულ ჯგუფზე ბიუჯეტიდან ფულადი პრიზები გამოიყო.

როგორც მთავრობის განკარგულებაში ვკითხულობთ, საუბარია ჯამურად 7 545 520 ლარზე, საიდანაც I-IV ადგილზე გასულ სპორტსმენთა საერთო თანხა 4 127 200 ლარის შეადგენს, დანარჩენი სპორტსმენების - 150 000 ლარს, რეკორდის დამყარებისთვის - 300 000 ლარს, მწვრთნელებისთვის ჯამურად - 2 069 720 ლარს, სამედიცინო ჯგუფისთვის - 557 160 ლარს, ადმინისტრაციული ჯგუფისთვის კი 341 440 ლარს.

დოკუმენტის მიხედვით, 1 მლნ გამოიყო ოქროს მედლის მფლობელისთვის, 500 000 ლარი ვერცხლის მედალოსნებისთვის ხოლო 250 000 ლარი - ბრინჯაოსთვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველო 2024 წლის პარაოლიმპიადაზე სპორტის 6 სახეობაში 14 პარაათლეტით მონაწილეობდა, რომელთაგან 9-მ საპრიზო ადგილი მოიპოვა. შედეგად, 1 პარაოლიმპიელი ოქროს მედლის მფლობელი გახდა, 4 ვერცხლის, ხოლო, 4 - ბრინჯაოს.

მანამდე, ქვეყანამ პარიზის ოლიმპიადა ჯამში შვიდი მედალით დაასრულა. აქედან 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაოა.

ნინი ქეთელაური