საქართველო-სეიშელის რესპუბლიკას შორის პირდაპირი ფრენები დაიწყება. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია საუბარი.
დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელი მოეწეროს „საქართველოს მთავრობასა და სეიშელის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“,- ნათქვამია განკარგულებაში.
ცნობისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, სეიშელი შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების სიაშია.