მიმდინარე წელს სტამბოლის აეროპორტებით 81 მილიონამდე ადამიანმა იმგზავრა

სტამბოლის აეროპორტებით მიმდინარე წლის 8 თვეში სულ 80 მილიონ 927 ათას 61-მა ადამიანმა იმოგზაურა, რომელთაგან შიდა ხაზებით - 24 831 363-მა, ხოლო საერთაშორისო ხაზებით - 56 095 698-მა ადამიანმა იმოგზაურა.

დათვლილია, რომ სტამბოლიდან გაფრენილი მგზავრების რაოდენობა, რომელიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 74 770 784 იყო, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6 156 277 ადამიანით ანუ 9%-ით გაიზარდა.

შემცირდა ტრანზიტული მგზავრების რაოდენობა მაშინ, როცა გასული წლის იანვარ-აგვისტოში სტამბოლის აეროპორტებში დამაკავშირებელი ფრენებით ტრანზიტული მგზავრების რაოდენობამ 305 ათას 95 ადამიანი შეადგინა, მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში კი მათი რიცხვი 166 090 ადამიანი იყო. ტრანზიტულ მგზავრთა რაოდენობა 45,6%-ით შემცირდა.

მიმდინარე წლის 8 თვეში მგზავრების რაოდენობის პარალელურად გაიზარდა ფრენები სტამბულის აეროპორტებში. სტამბულის აეროპორტიდან მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 80 197 შიდა რეისი და 266 398 საერთაშორისო რეისი განხორციელდა, ფრენების საერთო რაოდენობა კი 346 595 იყო.

აეროპორტში, სადაც 2023 წლის 8 თვეში სულ 337 369 რეისი განხორციელდა. ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 3% იყო.

ნათია ზარიძე