L'Oreal-ის დამფუძნებლის შვილიშვილმა ფრანსუაზა ბეტანკურტ მაიერსმა 26 სექტემბერს მსოფლიოში უმდიდრესი ქალის სტატუსი დაიბრუნა და უმდიდრესი ქალების რეიტინგში კვლავ პირველ ადგილზეა.
მას ხანმოკლე პერიოდით Topline Walmart-ის მემკვიდრე ალისა უოლტონი უსწრებდა.
ფრანსუაზა ბეტანკურ მაიერსის რეიტინგში კვლავ ლიდერობა L'Oreal-ის აქციების ფასის ზრდას დაემთხვა. მისი ქონების სავარაუდო ღირებულება მიმდინარე კვირაში $93.1 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო უოლტონის ქონება $90.4 მილიარდამდე დაეცა.
მაიერსის ქონების 5,5 მილიარდი დოლარით ზრდა L'Oreal-ის აქციების მკვეთრს ზრდას მოჰყვა, როცა ხუთშაბათს ბრენდის აქციები 7%-ით გაძვირდა.
L'Oreal-ის აქციების ფასის ზრდა ჩინეთითაა განპირობებული, რომელიც ბრენდისთვის სიდიდით მეორე ბაზარია.