ლარისთვის ეს კვირაც ნეგატიური აღმოჩნდა - როგორი იყო კურსის ცვლილების დინამიკა

ეროვნულმა ვალუტამ მიმდინარე კვირა პოზიტიურად დაიწყო, მაგრამ კვირის განმავლობაში მცირედით მაინც გაუფასურდა.

23 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7249 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.7277 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.28 თეთრით გამყარდა.

რაც შეეხება ევროს, მისმა კურსმა 3.0290 ლარი შეადგინა. მანამდე მოქმედი კურსი 3.0441 ლარი იყო. მასთან მიმართებით ლარი 1.51 თეთრით გამყარდა.

24 სექტემბერს ლარი დოლართან 0.17 თეთრით გაუფასურდა და გაცვლითმა კურსმა 2.7266 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0347 ლარი გახდა. ევროსთან მიმართებით ეროვნული ვალუტა 0.57 თეთრით გაუფასურდა.

25 სექტემბერს ლარმა გაუფასურება განაგრძო და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7269 ლარი გახდა. კურსის ცვლილება 0.03 თეთრი იყო.

გაუფასურება დაფიქსირდა ევროსთანაც, რომლის კურმა 3.0498 ლარი შეადგინა. ევროს ცვლილება 1.51 თეთრი იყო.

26 სექტემბერს ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7285 ლარი გახდა. ცვლილება 0.16 თეთრი იყო.

ეროვნული ვალუტა მცირედით გამყარდა ევროსთან, რომლის კურსმა 3.0428 ლარი შეადგინა. ცვლილება 0.07 თეთრი იყო.

27 სექტემბერს, კვირის ბოლო სავაჭრო დღეს, ლარი კვლავ გაუფასურდა დოლართან, რომლის კურსი 2.7297ლარი გახდა. გაუფასურების მაჩვენებელმა 0.12 თეთრი შეადგინა.

ლარმა კვირა გაუფასურებით დაასრულა ევროსთან მიმართებითაც. გაცვლითი კურსი 3.0480 ლარზე დადგინდა. შესაბამისად, კურსის ცვლილება 0.52 თეთრი იყო.

საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირაში, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.02 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით 0.39 თეთრით გაუფასურდა.

ნათია ზარიძე