ვენეციის რესპუბლიკა, მალის იმპერია, ბოჰემიის სამეფო - 6 გაერთიანება რომელიც აღარ არსებობს

ისტორიის გარიჟრაჟიდან მოყოლებული ასობით ქვეყანა თუ გაერთიანება განადგურდა.

გაქრა უამრავი იმპერია, რომლებიც ერთ დროს ყველაზე ძლევამოსილ ქვეყნებად მიიჩნეოდნენ. თუმცა, გლობალურმა ცვლილებებმა არც ისინი დაინდო.

წარმოგიდგენთ ქვეყნებს/გაერთიანებებს, რომლებიც აღარ არსებობენ.

ვენეციის რესპუბლიკა (697–1797)

ვენეციის რესპუბლიკა ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყვაოდა. 697 წელს დაარსებული ქალაქი-სახელმწიფო გახდა უაღრესად გავლენიანი საზღვაო და ეკონომიკური ძალა, რამაც მის ზღაპრულად მდიდარ სავაჭრო კლასს საშუალება მისცა, უხვად დახარჯულიყვნენ ინფრასტრუქტურასა და ხელოვნებაში.

ვენეციის რესპუბლიკა მოიცავდა თანამედროვე ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიას და ხორვატიის, ალბანეთისა და საბერძნეთის ნაწილებს. რესპუბლიკის ძალაუფლება შემცირდა მე-18 საუკუნეში, როდესაც გაიხსნა ახალი საზღვაო სავაჭრო გზები. დამანგრეველი მარცხების სერიამ გაანადგურა საზღვაო ფლოტი, საბოლოოდ, ვენეცია ​​1797 წელს დაიპყრო საფრანგეთისა და ავსტრიის ჯარებმა. შემდგომში იგი იმპერიებმა გაიყვეს.

ალ-ანდალუსი (711–1492)

გიბრალტარის სრუტის გავლით არაბებმა და ბერბერებმა დაიკავეს იბერიის ნახევარკუნძული, სულ რაღაც ათწლეულში მოაქციეს იგი მუსლიმთა მმართველობის ქვეშ და მას ალ-ანდალუსი უწოდეს.

მათი ძალაუფლება თითქმის 800 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. თუმცა დროთა განმავლობაში სამეფოს საზღვრები შემცირდა და ალ-ანდალუსი დაიშალა პატარა სახელმწიფოებად.

ბოჰემიის სამეფო (1198-1918)

სამეფო, რომელიც ნაწილობრივ მოიცავდა თანამედროვე ჩეხეთს, დაარსდა მე-12 საუკუნის ბოლოს პრემისლიდის სამეფო სახლის მიერ.

იგი შეადგენდა საღვთო რომის იმპერიის ნაწილს, დიდწილად დამოუკიდებელი სახელმწიფოების კომპლექსს, რომელიც მოიცავდა ცენტრალურ ევროპას.

სამეფო მე-14 საუკუნეში ჩეხეთის ისტორიის ეგრეთ წოდებულ “ოქროს ხანაში“ იყო. თუმცა, როდესაც საღვთო რომის იმპერია 1806 წელს დაინგრა, ბოჰემია ავსტრიის იმპერიამ შეიერთა.

მალის იმპერია (დაახლოებით 1230–1670 წწ.)

მალის იმპერია მოიცავდა 500 000 კვადრატულ მილს (1,3 მ კმ2) დასავლეთ აფრიკაში. ის მე-14 საუკუნეში საკმაოდ ძლიერ იმპერიად ითვლებოდა.

მალი განთქმული იყო თავისი სიმდიდრით. ყველაზე გამორჩეული იმპერატორი, მანსა მუსა I, 1312 წლიდან 1337 წლამდე მეფობდა. ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია ისტორიაში.

ვარაუდობენ, რომ იმპერატორმა დააგროვა 415 მილიარდი დოლარი.

მალი მსოფლიო ოქროს ნახევრით ვაჭრობდა. თუმცა რესურსი მალევე ამოიწურა. საბოლოოდ იმპერია დაინგრა მე-17 საუკუნის ბოლოს.

სარდინიის სამეფო (1324–1861)

თანამედროვე იტალიის წინამორბედი, სარდინიის სამეფო შეიქმნა 1324 წელს ჯეიმს II არაგონის მიერ და გახდა ესპანეთის იმპერიის ნაწილი. იგი 1720 წელს გადაეცა სავოიის ჰერცოგს, რომელმაც გააერთიანა ტერიტორია თავის საკუთრებასთან - იტალიის მატერიკზე.

სამეფო ერთიანი სისტემის ქვეშ 1848 წელს გაერთიანდა. 1861 წლისთვის ლომბარდია, ორი სიცილიის სამეფო და ცენტრალური იტალიის სახელმწიფოები გაერთიანდა. იმავე წელს სარდინიას სამეფომ სახელი შეუცვალა იტალიის სამეფოს და საბოლოოდ გააქრო.

მერინის სამეფო (1540–1897)

მერინის სამეფო დაარსდა 1540 წელს მეფე ანდრია მანელოს მიერ და მოიცავდა მადაგასკარის უმეტეს ნაწილს.

მერინას მეფეებისა და დედოფლების ლიდერობით, კუნძულზე სოფლის მეურნეობა ყვაოდა.

მე-19 საუკუნეში იქ საფრანგეთი შეიჭრა და 1897 წელს კოლონიზაცია მოახდინა, როდესაც იგი ცნობილი გახდა როგორც მალაგასიის პროტექტორატი. მისი ბოლო მმართველი დედოფალი რანავალონა III გადაასახლეს საფრანგეთის ალჟირში, სადაც გარდაიცვალა 1917 წელს.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი