სექტემბერში გერმანიაში უმუშევრობის მაჩვენებელმა 6% შეადგინა. ამის შესახებ გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტო იტყობინება.
აღნიშნული მაჩვენებელი 4 თვეა ნარჩუნდება და ყველაზე მაღალია 2021 წლის მაისის შემდეგ.
გერმანიაში უმუშევართა რაოდენობა სექტემბერში 17 ათასით გაიზარდა.
როგორც Bloomberg-ი წერს, ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის საშუალოდ, 13,5 ათასით ზრდას ვარაუდობდნენ.
სექტემბერში ღია ვაკანსიების რაოდენობამ გერმანიაში 696 ათასი შეადგინა, რაც აგვისტოს მაჩვენებელზე 3 ათასით და გასული წლის ანალოგიურ თვეზე 65 ათასით ნაკლებია.