motor1.com-ის მონაცემებით, აგვისტოში ევროპაში ყველაზე გაყიდვადი მსუბუქი ავტომობილი Dacia Sandero იყო. საანგარიშო პერიოდში ევროპაში აღნიშნული მარკის 15 653 ავტომობილი გაიყიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ Dacia Sandero-ს გაყიდვები 9%-ით არის გაზრდილი. motor1-ი წერს, რომ თუ გაყიდვების რაოდენობა ისეთივე იყო როგორც 2024 წლის პირველ რვა თვეში, წლის ბოლოს Dacia Sandero შესაძლოა, ევროპაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდეს.
მეორე ადგილზეა Tesla Model Y. ეს ავტომობილი მიმდინარე წლის აგვისტოში ჯამში 13 410 გაიყიდა. ცნობისთვის, გასულ წელს Tesla Model Y ევროპაში 254 822 გაყიდული ავტომობილით პირველ ადგილზე იყო, ამჟამად კი გაყიდვები 38%-ით არის შემცირებული.
აგვისტოში Toyota Yaris Cross-ის 13 210 ავტომობილი გაყიდა, რითაც რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა. ამ შემთხვევაში გაყიდვები წლიურად 24%-იან ზრდას აჩვენებს. მეოთხე ადგილზეა კი არის Volkswagen T-Roc-ი 12 853 ავტომობილით, გაყიდვები კი 15%-ით არის შემცირებული. ხუთეულს ხურავს Renault Clio 12 180 მანქანით. აღნიშნული მარკის ავტომობილის გაყიდვები 5%-ით არის შემცირებული.