საქართველოში ყურძნის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა - სად ვყიდულობთ ყურძენს

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში იმპორტირებულია 3 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ყურძენი. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წლის იმავე პერიოდთან შედარებით ყურძნის იმპორტი 2.8%-ით გაიზარდა. კერძოდ, გასულ წელს ქვეყანაში 2.9 მილიონი დოლარის ღირებულების აღნიშნული ხილი შემოვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ წლიურად მცირედით არის გაზრდილი იმპორტი, 2024 წლის პირველ 8 თვეში ქვეყანაში ყურძნის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. შენიშვნა: ცხრილში მოცემული მონაცემები დათვლილია 8 თვის ჭრილში.

chartbpn-1727605369.jpg

მიმდინარე წელს საქართველომ ყურძენი შემდეგი 10 ძირითადი ქვეყნიდან იყიდა:

  • ირანი - 960 ათასი დოლარის 489 ტონა;
  • სომხეთი - 565 ათასი დოლარის 602 ტონა;
  • უზბეკეთი - 513 ათასი დოლარის 294 ტონა;
  • თურქეთი - 403 ათასი დოლარის 355 ტონა;
  • ნიდერლანდები - 336 ათასი დოლარის 97 ტონა;
  • ჩინეთი 235 ათასი დოლარის 172 ტონა;
  • ინდოეთი 50 ათასი დოლარი 26 ტონა;
  • ლიეტუვა - 12 ათასი დოლარის 4 ტონა;
  • არაბთა გაერთიანებული საემიროები - 5 ათასი დოლარის 1.5 ტონა;
  • პოლონეთი 990 დოლარის - 170 კგ.

მერი ტაბატაძე