გმირთა მოედანზე არსებული ესტაკადების ანტისეისმური საყრდენი ნაწილების რეაბილიტაცია იგეგმება. აღნიშნულის შესახებ ირკვევა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერიდან.
უფრო კონკრეტულად, მერიამ სახელმწიფო შესყიდვა რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტების თანახმად, მიმწოდებელმა ესტაკადების საყრდენის გამოკვლევის დროს უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის სამუშაოების განხორციელება:
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 204 140 ლარია. წინადადებების მიღება 4 ოქტომბერს იწყება და 7 ოქტომბერს სრულდება.