აზერბაიჯანის საზღვართან გზის რეაბილიტაცია იგეგმება - სავარაუდო ღირებულება 19 მლნ ლარს აჭარბებს

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რუსთავი-გარდაბანი-ვახტანგისის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ19 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის (ლოტი 1 - კმ1-კმ11) ტენდერი გამოცხადდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული შესყიდვიდან ირკვევა, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 19 660 008 ლარს შეადგენს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 22 თვეში.

წინადადებების მიღება 27 ოქტომბერს დაიწყება და 1-ელ ნოემბერს დასრულდება.

მერი ტაბატაძე