საქართველოში კომერციული ბანკების მიერ, 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სულ გაცემულია 3 420 200 კრედიტი, ჯამში 57.681 მლრდ ლარის მოცულობის. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის სტატისტიკაში.
რაც შეეხება მიზნობრიობას, ყოველთვიურად რაოდენობრივად ყველაზე მეტი ხელშეკრულება სამომხმარებლო სესხებზე იდება, შემდეგია ბიზნეს და სალომბარდე სესხები.
2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით კი 3 420 200 დადებული ხელშეკრულებიდან სესხების მიზნობრიობა ასე გამოიყურება:
სებ-ის სტატისტიკით, 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე დადებულია 3 347 400 ხელშეკრულება, ჯამში 32.356 მლრდ ლარის მოცულობის. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 25.324 მლრდ ლარს შეადგენს, დადებული ხელშეკრულების რაოდენობა კი 72 700-ია.