იანვარ-აგვისტოში სებ-მა 329.5 მლნ დოლარი იყიდა, 219.8 მლნ კი გაყიდა - „გალთ ენდ თაგარტი“

იანვარ-აგვისტოში სებ-მა 329.5 მლნ დოლარი იყიდა, 219.8 მლნ კი გაყიდა, - ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, მაღალი სავალუტო შემოდინების ფონზე, სებ-მა 2024 წლის აგვისტოში 41 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით.

როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, ჯამურად, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში, სებ-ის წმინდა შესყიდვამ 109.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (შეისყიდა 329.5 მლნ აშშ დოლარი, ხოლო გაყიდა 219.8 მლნ აშშ დოლარი).

თაია არდოტელი