კონორ მაკგრეგორი არა მხოლოდ ყველაზე მდიდარ მებრძოლად მიიჩნევა, არამედ სრულიად სპორტის სამყაროშიც. ირლანდიელი მებრძოლი შერეული ტიპის ორთაბრძოლებში გამოდის, პროფესიონალურ კრივშიც ჰქონია შედეგები. თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა UFC-ში გამოსვლამ. პირველია მსოფლიოში, რომელსაც ერთდროულად ორი ქამარი აქვს, სხვადასვხა წონით კატეგორიაში.
ბავშვობა დუბლინში გაატარა და იქვე ფეხბურთის თამაშით იყო გატაცებული. 2006 წელს ოჯახი ლუკანში გადავიდა საცხოვრებლად და სწორედ ამ ქალაქში დაიწყო ორთაბრძოლებში ჩართვა.
პირველი ბრძოლა UFC-ში 2013 წელს ჰქონდა და პირველმა გამარჯვებამ 84 ათასი დოლარი მოუტანა. ნელ-ნელა ზრდიდა ჰონორარს და მისი პოპულარობაც მატულობდა. დამატებით აძლევდნენ ბონუსებს გამარჯვებისა და ნოკაუტისთვის. მალე ავიდა თანხა ასეულ ათასობით დოლარზე, ხოლო მერე - მილიონებზეც. ჟოზე ალდოს წინააღმდეგ ბრძოლაში 4,5 მლნ დოლარი გამოიმუშავა. ერთ-ერთი ბოლო ორთაბრძოლა ფლოიდთან ისეთი გახმაურებული გამოდგა, უზარმაზარი ფული მოუტანა ორგანიზატორებს მისმა ტრანსლირებამ, ხოლოდ ჰონორარი მართლაც რეკორდული იყო - 85 მლნ დოლარი, რიტაც მაკგრეგორი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგის სათავეებში მოხვდა.
ახლა მაკგრეგორის ქონებაზე და სიმდიდრეზე მითებსაც ყვებიან. ბოლო მონაცემებით მისი ქონება 500 მლნ დოლარად იყო შეფასებული. რამდენიმე სასახლე აქვს სხვადასხვა ქალაქში, თითო 50-დან 100 მლნ დოლარის ღირებულების, ძვირად ღირებული მანქანების კოლექცია, იახტა, ძვირად ღირებული ნიანგები, შამპანურით სავსე აუზი, 400-ათასდოლარიანი ლუი ვიტონის ნაგვის ურნები და რა აღარ...