კომერციული ბანკების აქტივებმა აგვისტოში 88.4 მლრდ ლარი შეადგინა

2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანმა აქტივებმა 88.4 მლრდ ლარი შეადგინა. შედარებისთვის, გასული წლის აგვისტოში ბანკების მთლიანი აქტივებით 72.1 მლრდ ლარით იყო განსაზღვრული.

ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, საბანკო სექტორის კაპიტალი 13 მლრდ ლარით განისაზღვრა, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.7%-ს შეადგენს.

„მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით“, - აღნიშნულია სებ-ის პუბლიკაციაში.

მერი ტაბატაძე