მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. 2023-2025 წლებში დაგეგმილია სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, 5 ახალი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკოლა აშენდება.
„ამ ეტაპისთვის, 3 სკოლის მშენებლობა წარმატებით მიმდინარეობს, ხოლო 2 სკოლის პროექტირება უახლოეს მომავალში დაიწყება.
სკოლების მშენებლობა დაგეგმილია შემდეგ სოფლებში:
პროექტები სრულად დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.