საქართველოში 6 662 ელექტრომობილია რეგისტრირებული, რაც გასულ წელთან შედარებით, 1 610-ით მეტია

საქართველოში 6 662 ელექტრომობილია რეგისტრირებული, რაც გასულ წელთან შედარებით, 1 610-ით მეტია. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში აღნიშნული.

გარდა ამისა, „საქსტატის“ ინფორმაციით, ქვეყანაში ჰიბრიდული სისტემის 146 790 ავტომობილია რეგისტრირებული, აირზე მომუშავე კი - 1 557.

ამასთან, ბენზინ-აირის სისტემით მუშაობს 168 205 მანქანა, ბენზინზე - 712 697, დიზელზე - 341 719, ხოლო სხვა დანარჩენზე - 351 451.

ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 1 729 081 ავტომანქანაა რეგისტრირებული, რაც გასულ წელთან შედარებით, 48 645-ით მეტია.