საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი ბერძნული ავიაკომპანია - Sky Express იწყებს

27 ოქტომბრიდან, ბერძნული Sky Express-ი რეგულარულ რეისებს ათენი - თბილისი - ათენის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

ავიარეისები კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საავიაციო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 24 სექტემბერს მიანიჭა.

დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და საბერძნეთს შორის ფრენებს ავიაკომპანიები Aegean Airlines-ი და Wizz Air-ი ასრულებენ. რეისები ათენიდან და სალონიკიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებებით ხორციელდება.

ეკა დარჩიაშვილი