როგორი იქნება სიგარეტის ახალი შეფუთვა, რომლის შესახებაც ცვლილება დღეიდან ამოქმედდა

დღეიდან ოფიციალურად შევიდა ძალაში სიგარეტის კოლოფის შეფუთვის შესახებ ცვლილება. როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა, ის იქნება ჟანგისფერი, დიზაინი კი დარჩება იგივე, მასზე ბრენდის სახელი და ქვესახეობაც იქნება დატანილი. შეიცვლება მხოლოდ კოლოფის ფერი.

ბახტურიძის თქმით, ცვლილება არ შეეხება ელექტროსიგარეტებს.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარის თქმით, ინდუსტრიას არსებული მარაგის ამოყიდვის ვადა 2025 წლის 1 აპრილამდე ექნება.

ასევე, არსებული ინფორმაციით, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია, თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დარღვევა 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

ეკა დარჩიაშვილი