მსოფლიოში ცნობილი ბიზნესტრენერი, ბრაიან ტრეისი საქართველოს მიმართვას

პროექტ "ლურჯი ოკეანეს" ფარგლებში, გამომცემლობა "პალიტრა L” -ი რჩეულ ბიზნესლიტერატურას ქართულად გამოსცემს. ამ პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი პირველი წიგნი, ცნობილი ამერიკელი ბიზნესკოუჩისა და გაყიდვების გურუს, ბრაიან ტრეისის ქართულ ენაზე პირველად ნათარგმნი ბესტსელერი - "შეჭამე ბაყაყია".

ამ ფაქტს წარმატებული მილიონერი ამერიკიდან გამოეხმაურა. ბრაიან ტრეისი საქართველოს და გამომცემლობა ”პალიტრა L”-ს ვიდეომიმართვას უგზავნის, სადაც პროექტის - ,,ლურჯი ოკეანე”, ქართულ ენაზე გამოცემის მნიშვნელობაზე საუბრობს. ”მხოლოდ ერთი იდეა კარგი ბიზნესწიგნიდან ან სტატიიდან, შესაძლოა გახდეს იღბლიანი თქვენთვის და დაგეხმაროთ გაყიდვების ზრდაში”, - ამბობს ბრაინ ტრეისი.