რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
კერძოდ, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, დამატებითი რეისები 5,7,12,14,19,21,26,28 ოქტომბერს განხორციელდება.
შესაბამისი განრიგის შესახებ ინფორმაცია „საქართველოს რკინიგზამ“ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე https://ticket.railway.ge/ , ან სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში ან საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.