საქართველოს საფონდო ბირჟაზე მიმდინარე წლის სექტემბერში 6 გარიგება დაიდო. აღნიშნულის შესახებ ირკვევა ბირჟის ვებ-გვერდზე არსებული მონაცემებიდან.
ამავე მონაცემების მიხედვით, სექტემბერში ვაჭრობის საერთო ღირებულებამ 10.279 მლნ ლარს გადააჭარბა.
რაც შეეხება საფონდო ბირჟის დღიურ ბრუნვას, სექტემბერში საშუალოდ, 342 ლარი და 64 თეთრი შეადგინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს საფონდო ბირჟაზე სექტემბრის ყველა გარიგება „ლიბერთი ბანკს“ უკავშირდება.