ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი კვლავ შემცირდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი როგორც თვიურად, ასევე ერთი კვირის ჭრილში შემცირდა - ამის შესახებ აღნიშნულია „გალტ ენდ თაგარტის“ კვირის მიმოხილვაში.

კერძოდ, „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ (BGEO LN) აქციები 37.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP) დაიხურა, რაც ერთი კვირის განმავლობაში 3.33%-ით, ხოლო ერთი თვის განმავლობაში 15.83%-ით შემცირებას აჩვენებს. ამასთანავე, ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 52 ათასი აქცია შეადგინა.

„თიბისი ბანკის ჯგუფის“ (TBCG LN) აქციები კი დაიხურა 27.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP). მონაცემების მიხედვით, ერთკვირიან ჭრილში აქციების ფასი 1.81%-ით, ხოლო ერთთვიან ჭრილში 12.74%-ით არის შემცირებული. გასული 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობა 56 ათასი აქციას გაუტოლდა.

რაც შეეხება Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციებს, დაიხურა 9.36 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში. ეს კვირის განმავლობაში 3.21%-ით შემცირებას, ხოლო თვის ჭრილში 8.24%-ით კლებაზე მიანიშნებს. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 78 ათასი აქცია შეადგინა.

მერი ტაბატაძე