ქუთაისის აეროპორტის საზღვრის კონტროლის ავტომატიზირებული სისტემისთვის საჭირო ელექტრო კარიბჭეების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა

ქუთაისის სართაშორისო აეროპორტში საზღვრის კონტროლის ავტომატიზირებული სისტემის დასამონტაჟებლად საჭირო ელექტრონული კარიბჭეებისა და მისისამართავი პროგრამული უზრუნველყოფის შეძენისთვის ტენდერი გამოცხადდა. შემსყიდველი „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაა“.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 871 751 ლარია. ტენდერი მიმდინარე წლის 27 სექტემბერს გამოცხადდა.

სადენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კონტროლის ავტომატიზირებული სისტემა აეროპორტის ჩამოფრენის ზონაში, კერძოდ, სასაზღვრო კონტროლის არეში განთავსდება.

„პროექტი მიზნად ისახავს დავით აღმაშენებლის ქუთაისის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 7ერთეული საზღვრის კონტროლის ავტომატიზირებული ელექტრონული კარიბჭისა (eGate) და მისისამართავი პროგრამული უზრუნველყოფის შეძენას, მის იმპლემენტაციასა და ინტეგრაციას საქართველოსსასაზღვრო მიგრაციის მართვისა და მოხსენების სისტემის (BMARS) პროგრამულ გარემოში“, - ნათქვამია ტენდერის ტექნიკურ დავალებაში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, პრეტენდენტს უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს საზღვრის კონტროლის ავტომატიზირებული სისტემის დანერგვის გამოცდილება მინიმუმ 5 აეროპორტში.

წინადადებების მიღება 15 ოქტომბერს დასრულდება.

ნათია ზარიძე