ნუცუბიძის I მიკრორაიონის N213-ის პირველი და მეორე კორპუსების დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია დაიწყო

ვაკის რაიონში, ნუცუბიძის I მიკრორაიონის N213-ის პირველი და მეორე კორპუსების დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ საფეხმავლო ხიდებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და სავალი ნაწილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდება. კერძოდ: ხიდებზე არსებული დაზიანებული უბნები აღდგება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება. ახალი კიბე და შშმ პირებისთვის პანდუსები მოეწყობა; ჩატარდება ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები; დამონტაჟდება ხიდებზე ლითონის მოაჯირები, ასევე, ახალი გარე განათების ქსელი და ლამპიონები.

აღნიშნული საფეხმავლო ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.