Silk+ სილქნეტის განახლებული შეთავაზებაა, რომელიც ყველა სატელეკომუნიკაციო სერვისს - ოპტიკურ ინტერნეტს, მრავალარხიან ტელევიზიას და მობილურ მომსახურებას - ერთ ანგარიშზე აერთიანებს. მომხმარებელი ამავე დროს იღებს მნიშვნელოვან ფასდაკლებას, იხდის ერთიანად ყველა სერვისის საფასურს და თავისუფლდება 112 -ის გადასახადისგან.
ახალი Silk+ პაკეტები ოთხ კომბინაციას სთავაზობს აბონენტს, რომელშიც გათვალისწინებულია ძირითადი სერვისები და დამატებითი მომსახურებები საჩუქრად. პაკეტებში ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარე 60მბ/წმ-დან იწყება. ყველაზე მაღალსიჩქარიანი კომბინაციის არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელი მიიღებს 150მბ/წმ ოპტიკურ ინტერნეტს და მობილურ ქსელში ულიმიტო პირობებს.
ახალი Silk+ პაკეტებში ოჯახის 2-5 წევრის მობილური მომსახურების საფასურია გათვალისწინებული. ამ კომბინაციებში ფასდაკლებაც და დამატებითი სერვისები განსხვავებულია: YouTube სერვისზე წვდომა ნებისმიერ ტელევიზორში, სერიალებისა და ფილმების კინოკატალოგის აქტივაცია, “სეტანტა სპორტის” პაკეტით უფასოდ სარგებლობა. სახლის ინტერნეტის, ტელევიზიის და მობილური ნომრების ერთ შეთავაზებაში გაერთიანებით, 25-50% ფასდაკლებით ისარგებლებს მომხმარებელი.
ახალი აბონენტებისთვის ინსტალაცია და WiFi მოდემი უფასოა. არსებული მომხმარებლები კი სასურველი შეთავაზების ჩართვას ცხელ ხაზის (032) 2100 100 მეშვეობით შეძლებენ, ან თბილისსა და რეგიონებში მომსახურების ცენტრებში -ვიზიტისას.
Silk+კომბინირებული პაკეტით მარტივად დაფარავთ ერთი ანგარიშით, როგორც სახლის სერვისების საფასურს, ისე – მობილურ მომსახურებას ოჯახის ყველა წევრისთვის, დაზოგავთ ბიუჯეტს 25-50%-ით და ამავე დროს მიიღებთ დამატებით სერვისებს.
გაეცანი Silk+ პაკეტებს დეტალურად.
(R)