აშშ-საქართველოს შორის ტვირთბრუნვა შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-აგვისტოში 1.278 მლრდ აშშ დოლარის ვაჭრობა შედგა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 1.421 მლრდ აშშ დოლარის.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს შორის შემცირებულია მხოლოდ საზღვაო გადაზიდვები (საავტომობილო და საჰაერო გაზრდილია), რის ხარჯზეც, მთლიანი სავაჭრო ბრუნვა შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, წელს საანგარიშო პერიოდში აშშ-საქართველოს შორის გემებით 1.202 მლრდ აშშ დოლარის ტვირთი გადაიზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით ნაკლებია. 2023 წლის 8 თვეში ქვეყნებს შორის საზღვაო გადაზიდვებმა 1.387 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება სხვა სახის ტრანსპორტით გადაზიდვებს, სტატისტიკის მიხედვით, წელს იანვარ-აგვისტოში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საავტომობილო გადაზიდვები თითქმის 540%-ით, ხოლო საჰაერო 79%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2024 წლის 8 თვეში ქვეყნებს შორის თვითმფრინავით 55.247 მლნ აშშ დოლარის საქონელი გადაიზიდა, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში 30.882 მლნ აშშ დოლარის. ამასთან, წელს საანგარიშო პერიოდში ქვეყნებს შორის საავტომობილო გადაზიდვებმა 21.036 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის 8 თვეში - 3.293 მლნ აშშ დოლარი.
სტატისტიკის მიხედვით, წელს იანვარ-აგვისტოში 1.278 მლრდ აშშ დოლარის ტვირთბრუნვაში, 92.361 მლნ აშშ დოლარი საქართველოდან აშშ-ში ექსპორტზე მოდის, ხოლო 1.186 მლრდ აშშ დოლარი აშშ-დან იმპორტზე.
ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი
ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი