„პლატსის“ მიხედვით, საქართველოს ბოლო 4 თვეში ბენზინი 18%-ით, ხოლო დიზელი თითქმის, 11%-ით გაუიაფდა. უფრო კონკრეტულად, თუ მაისში „პლატსის“ ფასი ტონა ბენზინზე 849.52 დოლარი იყო, სექტემბერში 695.05 დოლარი გახდა. რაც შეეხება ევრო დიზელს, მაისში 743.55 დოლარს შეადგენდა, აგვისტოში კი 663.71 დოლარამდე შემცირდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ „პლატსის“ მიხედვით, საწვავის ფასი ბოლო 4 თვის განმავლობაში შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნავთობიმპორტიორები საწვავს სწორედ „პლატსის“ ფასების მიხედვით ყიდულობენ და ადგილობრივ ბაზარზე ბანზინისა და დიზელის ღირებულების ფორმირებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს, ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე ძირითადად, 4-7-თეთრიანი კლება ფიქსირდება (1-დან მაქსიმუმ 3%-მდე).
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა ღირს დღეს საწვავი რიგ ბენზინგასამართ სადგურებზე
Socar:
- ნანო სუპერი - 3.68 ლარი (მაისში 3.72 ლარი)
- ნანო პრემიუმი - 3.29 ლარი ( მაისში 3.34 ლარი)
- ნანო ევრო რეგულარი - 3.10 ლარი (მაისში 3.15 ლარი)
- ევრო 5 დიზელი - 3.21 ლარი (მაისში 3.28 ლარი)
- ნანო ევრო 5 დიზელი - 3.30 ლარი (მაისში 3.36 ლარი)
Wissol:
- ეკო სუპერი - 3.70 ლარი (მაისში 3.75 ლარი)
- ეკო პრემიუმი - 3.32 ლარი (მაისში 3.35 ლარი)
- ევრო რეგულარი - 3.12 ლარი (მაისში 3.17 ლარი)
- ევრო დიზელი - 3.27 ლარი (მაისში 3.34 ლარი)
- ეკო დიზელი - 3.32 ლარი (მაისში 3.39 ლარი)
- დიზელ ენერჯი - 3.22 ლარი (მაისში 3.29 ლარი)
Gulf:
- G-Force სუპერი - 3.71 ლარი (მაისში 3.77 ლარი)
- G-Force პრემიუმი - 3.31 ლარი (მაისში 3.37 ლარი)
- G-Force ევრო რეგულარი - 3.21 ლარი (მაისში 3.27 ლარი)
- ევრო რეგულარი - 3.11 ლარი (მაისში 3.17 ლარი)
- ევრო დიზელი - 3.33 ლარი (მაისში 3.39 ლარი იყო)
Rompetrol:
- სუპერი - 3.71 ლარი (მაისში 3.75 ლარი იყო)
- ევრო პრემიუმი - 3.32 ლარი (მაისში 3.34 ლარი )
- ევრო რეგულარი - 3.17 ლარი (მაისში 3.20 ლარი )
- Efix ევრო დიზელი -3.36 ლარი (მაისში 3.43 ლარი)
- ევრო დიზელი - 3.26 ლარი (მაისში 3.33 ლარი)
Portal:
- პრემიუმი - 2.89 ლარი (მაისში 3.09 ლარი იყო)
- ევრო რეგულარი - 2.65 ლარი (მაისში 2.89 ლარი იყო)
- ევრო დიზელი - 3.32 ლარი ( მაისში 3.44 ლარი იყო)