ახალი სეზონის პირველ თვეში თურქეთმა ექსპორტზე 197.6 მლნ დოლარის თხილი გაიტანა

შავი ზღვის პროდუქტების ექსპორტიორთა ასოციაციამ 1-ელ სექტემბერს დაწყებული 2024-2025 წლების საექსპორტო სეზონის პირველი თვის მონაცემები გამოაქვეყნა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1-30 სექტემბრის პერიოდში თურქეთიდან საზღვარგარეთ 197 563 194 დოლარად, 24 926 ტონა თხილი გაიყიდა, ხოლო წინა სეზონის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებული იყო 24 462 ტონა თხილი. შემოსავალი 152 866 779 დოლარს შეადგენდა.

ნათია ზარიძე