წელს 8 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში შესული თანხა 38.874 მლნ ლარით გაიზარდა.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საწვავის აქციზიდან საქართველოს ბიუჯეტმა 421 346 107 ლარის შემოსავალი მიიღო, 2023 წლის 8 თვეში კი 382 471 431 ლარის.
უფრო კონკრეტულად, წელს იანვარ-აგვისტოში საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში გადარიცხული თანხა ასე ნაწილდება:
2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მონაცემები ასეთი იყო:
ამასთან, წელს იანვარ-აგვისტოში მთლიანად ხაზინაში აქციზის გადასახადიდან 1.604 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა, მხოლოდ საწვავიდან 421.3 მლნ ლარზე მეტი შევიდა, დანარჩენი თამბაქოზე, ალკოჰოლურ სასმელზე, ავტომობილებზე და ა.შ. ნაწილდება.
შედეგად გამოდის, რომ ბიუჯეტში აქციზიდან შესული თანხის 26%-ზე მეტი სწორედ საწვავის აქციზზე მოდის.
შეგახსენებთ, რომ საწვავის აქციზის გადასახადი საქართველოში 2017 წლიდან გაორმაგდა. ამ წლამდე აქციზი ტონაზე 250 ლარს შეადგენდა, 1-ლი იანვრიდან კი 500 ლარამდე გაიზარდა. ერთ ლიტრზე აქციზის გადასახადი დღეს შეადგენს 38 თეთრს, 2017 წლამდე კი 19 თეთრი იყო. დამატებითი ღირებულების გადასახადი კი საქართველოში 18%-ია.