მსოფლიოს ამჟამინდელ ლიდერებს შორის შემოსავლის ოდენობის მიხედვით მხოლოდ ერთი მილიონერია. ის სინგაპურის პრემიერ-მინისტრი, ლოურენს ვონგია.
ამის შესახებ ხელფასის მიხედვით მსოფლიო ლიდერების რეიტინგში წერია, რომელიც PoliticalSalaries.com-მა შეადგინა.
სინგაპურის პრემიერის წლიური ხელფასი, თითქმის, 1.7 მლნ დოლარია, რაც მას მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ლიდერად აქცევს. მისი ხელფასი მნიშვნელოვნად აღემატება შვეიცარიის პრეზიდენტ ვიოლა ამჰერდის ანაზღაურებას, რომელიც რეიტინგში მეორე ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვა მაღალანაზღაურებადი პოლიტიკური ლიდერების უმეტესობა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდანაა. მათ შორის არის აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, რომლის ხელფასიც, მიმდინარე წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზის ანაზღაურებაზე ნაკლები, ხოლო ახალი ზელანდიის და კანადის პრემიერ-მინისტრების ხელფასზე მეტია.
ტოპ 10-ეულში შესულ ლიდერთა შორის ყველაზე დაბალ ხელფასს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი იღებს. შემდეგ მოდის ირლანდიის პრემიერი, საიმონ ჰარისი და დანიის პრემიერი, მეტე ფრედერიქსენი, რომელიც ათეულს ხურავს.
მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლიდერების 2024 წლის ტოპ 10-ეული ასეთია:
ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან ხელფასების შედარების მხრივ ყველაზე მაღალანაზღაურებადი კენიის პრეზიდენტი, უილიამ რუტოა. 2023 წელს მისი ხელფასი ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის, თითქმის, 2000%-ს, ანუ 126,000 დოლარს შეადგენდა. ეს ოდენობა მკვეთრ კონტრასტშია კენიაში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-სთან, რაც წელიწადში, დაახლოებით, 6,300 დოლარს შეადგენს.
მსოფლიო ლიდერებთან შედარებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელფასი საკმაოდ მოკრძალებულია. დოლარის ამჟამინდელი კურსით, მისი წლიური შემოსავალი გადასახადების ჩათვლით, დაახლოებით, 8 100 დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, მისი წლიური ხელფასი 113 600 დოლარს შეადგენს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ