აშშ-ს საელჩო - ბიძინა ივანიშვილისა ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია

“რადიო თავისუფლება“ აშშ-ს საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციები არ დაუწესებია.

“ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“, - მისწერეს “რადიო თავისუფლებას“ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოდან.

ტელეკომპანია “ფორმულამ“ 2 ოქტომბერს, წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. “ფორმულას“ ინფორმაციით, ბანკებმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს ანგარიშების ნაწილზე წვდომა “საერთოდ შეუჩერეს“, ზოგ შემთხვევაში კი - “შეზღუდული საფინანსო რესურსით ოპერირების რეჟიმში გადაიყვანეს“. ტელეკომპანიის ცნობით, “აღნიშნული ზომა ე.წ. პრესანქციური - წინა სასანქციო რეჟიმიდან გამომდინარეობს“.