სუპერთასის ბილეთების შესყიდვის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დღეს თბილისის არც ერთ რაიონს არ შეეზღუდება

ელექტროენერგიის მიწოდება დღეს თბილისის არცერთ რაიონს არ შეეზღუდება, - ამის შესახებ სააქციო საზოგადოება "თელასის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უეფა-ს სუპერთასის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების შესყიდვასთან დაკავშირებით კომპანიამ დღევანდელი გეგმური სარემონტო სამუშაოები გადადო. "სს "თელასმა" გაითვალისწინა საზოგადოების მაღალი ინტერესი უეფა-ს სუპერთასის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების შესყიდვასთან დაკავშირებით. კომპანიამ გადადო დღევანდელი გეგმური სარემონტო სამუშაოები და აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის მიწოდება დღეს თბილისის არცერთ რაიონს არ შეეზღუდება", - ნათქვამია "თელასის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.