როგორ გარდაქმნა Signify-მ დოკუმენტბრუნვა სამედიცინო სფეროში

დღევანდელ გარემოში, როცა ჯანდაცვის სფერო სწრაფად ვითარდება და ციფრული ტრანსფორმაცია გარდაუვალია საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისთვის, სიზუსტეს, მონაცემების მართვასა და დამუშავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საკანონმდებლო სტანდარტები უფრო და უფრო უახლოვდება დასავლურ მიდგომებს, რაც პაციენტების პერსონალური მონაცემების კანონის დაცვით დამუშავებასა და შენახვას გულისხმობს. ამავდროულად, საერთაშორისო აკრედიტაცია და სერტიფიცირება უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს საოპერაციო პროცესების სტანდარტიზაციის მიმართულებით.

შესაბამისად Signify-ს პლატფორმით დღითიდღე უფრო მეტი სამედიცინო დაწესებულება ინტერესდება, რომლებიც პროცესების გაციფრულებით ცდილობენ მომსახურების, საოპერაციო, ფინანსური თუ HR დოკუმენტბრუნვის გამარტივებას.

დოკუმენტბრუნვის გამარტივებისთვის კომპანიები Signify-ს ვებ-პლატფორმასა და ხელმოწერის ელექტრონულ პადებს, პლანშეტისმაგვარ ფიზიკურ მოწყობილობებს იყენებენ.

Signify-ს ხელმოწერის პადები უკვე ცვლის გამოცდილებას ისეთ წამყვან კლინიკებში, როგორებიცაა კურაციო, რიხტერი, კლინიკა თიმი, Eu Dent-ი, ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი და სხვა. ამ კლინიკებმა უშუალოდ გამოსცადეს, თუ როგორ აუმჯობესებს Signify-ის პადები რეგისტრაციის პროცესს და საშუალებას აძლევს მათ პერსონალს ფოკუსირდნენ ხარისხიან სერვისზე და არა ჩახლართულ ადმინისტრაციულ პროცესებზე.

რეგისტრატურის გარდა, Signify-ს პლატფორმას HR, ფინანსურ და სხვა საოპერაციო პროცესებშიც შეხვდებით. იქნება ეს შრომითი ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარებები, შესყიდვის ფორმები, სატენდერო დოკუმენტაცია თუ სხვა - ყველაფერი გაციფრულებადია, თანაც ისე, რომ პროცესები გამარტივდეს და ინდივიდუალურად მოერგოს კლინიკის მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

ჯანდაცვის სფეროს განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა სწრაფ, მარტივ და იურიდიულ სტანდარტებთან შესაბამის დოკუმნეტბრუნვის პროცესებზე. Signify ამ მიმართულებით გთავაზობთ მრავალფუნქციურ პლატფორმას, რომელიც არა მხოლოდ აციფრულებს დოკუმენტბრუნვას, არამედ ამარტივებს საოპერაციო პროცესებს და კლინიკებს აძლევს საშუალებას კონცენტრირდნენ მთავარზე: ხარისხიან მომსახურებაზე. იქნება ეს პაციენტთა რეგისტრაციის გაუმჯობესება თუ ოპერაციული პროცესების სტანდარტიზება, Signify ცვლის ჯანდაცვის სფეროში მუშაობის პროცესებს.

(R)