ოზურგეთში მთავარი პრობლემა არის უწყლობა - გუბერნატორებისა და სამინისტროების კორუფციულ ინტერესს ეწირება ჩვენი ხალხის კეთილდღეობა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ, ქალაქ ოზურგეთში საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა.
მისი თქმით, წლების განმავლობაში ხელისუფლება ოზურგეთის მცხოვრებლებს სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას ჰპირდება, თუმცა მისი თქმითვე, მმართველმა პარტიამ არც ეს დაპირება შეასრულა.
„ყველა რეგიონში, მათ შორის ოზურგეთში, მთავარი პრობლემა არის უწყლობა. ადამიანებს არ აქვთ სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა. გუბერნატორებისა და სამინისტროების კორუფციულ ინტერესს ეწირება ჩვენი ხალხის კეთილდღეობა. წლებია ხელისუფლება იძლევა დაპირებას სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, ეს დაპირებაც სხვა დაპირებებთან ერთად არ შესრულდა. ევროპაში შესვლასთან ერთად ჩვენ შევალთ 21-ე საუკუნეში. ჩვენ რომ გავიმარჯვებთ, ყველა ქალაქს და სოფელს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება”, - განაცხადა ანა დოლიძემ.