20 კომპანია, რომელიც საქართველოში ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საერთო რაოდენობამ 771.5 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 6.2%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში საქართველოში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 40.4% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.8% - საშუალოზე, ხოლო 39.8% - მცირე ბიზნესზე.

სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ: საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 28.6%-ით, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 11.7 %-ით, დამამუშავებელი მრეწველობა - 9.6%-ით და ჯანდაცვის სოციალური მომსახურების საქმიანობები - 9.6%-ით.

ამასთან, მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა ტრანსპორტისა და დასაწყობების დარგზე - 8.4%, მშენებლობა - 8.3%, ინფორმაცია- კომუნიკაცია - 5.7% და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 5.1%.

Bpn.ge დაინტერესდა, საქართველოში ვინ ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს. საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კი, გასული წლის მდგომარეობით, 20 ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანიის ჩამონათვალი ასეთია:

  • სს საქართველოს რკინიგზა
  • შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია
  • შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შპს ორი ნაბიჯი
  • სს ენერგო - პრო ჯორჯია
  • სს ნიკორა ტრეიდი
  • შპს თბილსერვის ჯგუფი
  • შპს ავერსი-ფარმა
  • სს არ ემ ჯი კოპერი
  • შპს აჭარა ტექსტილე
  • შპს ფუდმარტი
  • სს საქართველოს კლინიკები
  • შპს ჯეო ჰოსპიტალს
  • შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია
  • შპს ევოლუშენ ჯორჯია
  • შპს ეპამ სისტემს (ჯორჯია)
  • შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
  • შპს რითეილ ჯგუფი

(შენიშვნა: ჩამონათვალი დალაგებული არ არის რეიტინგის მიხედვით)

ნინი ქეთელაური