საქართველოს სავაჭრო პალატა 250-ზე მეტი კომპანიის მონაწილეობით საქართველო-საუდის არაბეთის მასშტაბურ ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს.
ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.
მათი ცნობთ, ღონისძიება სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გახსნეს.
„ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთისა და საქართველოს ბიზნეს საბჭოს მესამე სამუშაო სხდომაც გაიმართა, სადაც მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და ინვესტიციების ხელშეწყობაზე იმსჯელეს.
ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, სამ კომპანიას შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია 50 მლნ დოლარამდე ინვესტიცია.
ფორუმს საუდის არაბეთიდან 60-ზე მეტი უმსხვილესი და 200-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელი ესწრება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.