პოლონეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საჰაერო ინსპექტირების სერვისების ტარიფებს ზრდის. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ინსპექტირების სერვისის ტარიფი ამჟამინდელზე გაცილებით მაღალი იქნება. ამასთან, ავიაკომპანიებიც არ მალავენ, რომ ხარჯების ზრდა ბილეთების ფასზეც აისახება. გაზრდილი საფასური კი ნოემბერში დამტკიცდება და ძალაში 2025 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.
Rzeczpospolita-ს გამოთვლებით, ახალი ტარიფები ნიშნავს Ryanair-ის ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას, რომელსაც ყველაზე დიდი (33,65%) წილი აქვს პოლონეთის საჰაერო მიმოსვლაში.
ცნობისათვის, ამჟამად პოლონეთის მიმართულებით მგზავრობა როგორც თბილისის, ისე ქუთაისის აეროპორტიდან ხორციელდება, რაც შეეხება ფასებს, თბილისიდან მგზავრობის ღირებულება 890 ლარიდან იწყება, ხოლო ქუთაისიდან ვარშავამდე გამგზავრება შედარებით ბიუჯეტურად, 550 ლარიდან არის შესაძლებელი.