საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა.
ამასთან, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2024 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9%-ით, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 0.8%-ით განისაზღვრა.
სტატისტიკის მიხედვით, სექტემბერში, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, ფასები შემცირებულია სიმინდის ფქვილზე, წიწიბურასა და კარტოფილზე. გაზრდილია, ნიორზე, კივსა და მანდარინზე.
რაც შეეხება მომსახურებებს, წელს სექტემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად მღებავის მომსახურება გაძვირდა, ხოლო გაიაფდა მხოლოდ რეპეტიტორის მომსახურება, ისიც 1.4%-ით.
უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ, წელს სექტემბერში, 2023 წლის იგივე თვესთან შედარებით, ყველაზე გაძვირებული მომსახურების ათეულს: