გერმანიაში მატარებლის ბილეთები გაძვირდა

ერთი სამგზავრო ბილეთის ღირებულების 20%-ით გაზრდის შემდეგ, გერმანიის მთავარი სარკინიგზო გადამზიდველის Deutsche Bahn-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიამ ფასები მატარებლის ყველა ბილეთზე გაზარდა. ამის შესახებ Bild კომპანიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება.

ამრიგად, 15 დეკემბრიდან, Flexpreise ბილეთები („მოქნილი ბილეთი“, რომელიც მგზავრს საშუალებას აძლევს, აირჩიოს მგზავრობის თარიღი და დრო კონკრეტულ მარშრუტზე) საშუალოდ 5,9%-ით გაძვირდება, ხოლო ბილეთების ფასი ერთი მოგზაურობისთვის იგივე ოდენობით გაიზრდება. BahnCard 100-ის ფასი კი (იგულისხმება უფასო მგზავრობა Deutsche Bahn-ის ყველა მატარებლით ერთი წლის განმავლობაში) საშუალოდ 6,6%-ით გაიზრდება.

სამგზავრო ბილეთების ფასი BahnCard 25 და BahnCard 50, ასევე ფასდაკლებული Saver და Super Saver ბილეთებით შეზღუდული რაოდენობით მოგზაურობისთვის, უცვლელი დარჩება.

შეგახსენებთ, რომ მატარებლის ბილეთების გაძვირების საკითხი გერმანიაში დიდი ხანია მწიფდება. 2023 წლის ბოლოდან ქვეყნის სატრანსპორტო სისტემაში არეულობაა რკინიგზის მუშაკების მრავალრიცხოვანი გაფიცვების გამო, რომლებიც ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ხანგრძლივი კამათის შემდეგ Deutsche Bahn-ის ხელმძღვანელობა საბოლოოდ დათანხმდა თანამშრომლებთან კომპრომისზე წასვლას. გულუბრყვილობა იქნებოდა იმის დაჯერება, რომ რკინიგზის მუშაკთა ხელფასების ზრდა მგზავრების ხარჯებზე არ აისახებოდა.

ნათია ზარიძე