საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეკვეთილი-ქობულეთი-მახინჯაურის გზაზე არსებული ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 471 677 ლარია.
სარეაბილიტაციო სამუშაოები შეკვეთილი - ქობულეთი - მახინჯაურის (გვირაბის შემოსავლელი) საავტომობილო გზის კმ1-ში, მდინარე ნატანებზე არსებულ სახიდე გადასასვლელს ჩაუტარდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ჩასატარებელია სამუშაოთა შემდეგი სახეობები:
შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენს 2 წელს, სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზების აღმოფხვრა.
წინადადებების მიღება 10 ნოემბერს დაიწყება და 15 ნოემბერს დასრულდება.