„საოცრებაა, მოსახლეობას სახლის წინ ნაკვეთებზე პროდუქცია აღარ მოჰყავს - მიწები ცდება და კულტურები აღარ მოდის“

საკარმიდამო ნაკვეთები აღარ მუშავდება, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და შპს „აგრო 1959“-ის მმართველმა პარტნიორმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში საკარმიდამო ნაკვეთების გამოყენების დაბალი ეფექტურობა გვაქვს.

„ცალკე სალაპარაკო თემაა საკარმიდამო ნაკვეთები, რომელიც აღარ მუშავდება, ეს არის საოცრება. მოსახლეობას სახლის წინ ნაკვეთებზე პროდუქცია აღარ მოჰყავს, მოჰყავს იქ სადაც დიდი ფართობია, შედეგად მიწები ცდება და კულტურები აღარ მოდის. აღარაფერს ვამბობ ემიგრაციაში წასულ მოქალაქეებზე.

ადრე ფერმერს გარეთ მიწა არ ჰქონდა, საკარმიდამოს იყენებდა და გოჯ მიწას არ აცდენდა. ახლა იმდენად დაბალი ეფექტურობაა ადგილზე გამოყენების, რომ ფერმერი გარეთ მუშაობს და სახლებთან რომ გაივლი, ეს ბაღები დაუმუშავებელია. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ არ არის ორგანიზებული ბიზნესის ქვეშ, ესეც ძალიან დიდი როლს თამაშობს მოსავლის მოყვანაში,“ - განაცხადა გელა ხანიშვილმა.

მერი ტაბატაძე