ტაქსი გაძვირდა - როგორ შეიცვალა სხვა ტრანსპორტით მგზავრობის საფასური

საქსტატის მონაცემების მიხედვით, სექტემბერში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, თვითმფრინავით მგზავრობა 36.69%-ით გაძვირდა.

ამავე მონაცემების მიხედვით, წლიურად 7.15%-ით არის გაზრდილი საქალაქთაშორისო ავტოტრანსპორტით მგზავრობის საფასური. რაც შეეხება ტაქსით მგზავრობას, სექტემბერში წლიურად 4.2%-იან ფასის ზრდას აჩვენებს.

ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში წლიურად მხოლოდ საგარეუბნო ავტობუსით მგზავრობა გაიაფდა. კერძოდ, ფასი ამ ტიპის ტრანსპორტისთვის 0.81%-ით არის შემცირებული.

საქსტატის ინფორმაციით, სექტემბერში საგარეუბნო და შორი მიმოსვლის მატარებლით, მეტროპოლიტენით, ასევე, ქალაქის შიგნით ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური უცვლელი დარჩა.

მერი ტაბატაძე