რომელია კრიპტოვალუტის ბაზრის 10 ლიდერი - 2024 წლის რეიტინგი

CoinGecko-ს მონაცემებზე დაყრდნობით LIGA.net-მა ყველაზე პოპულარული კრიპტობირჟების ტოპ 10-ეული შეადგინა.

რეიტინგი მიმდინარე წლის ოქტომბრამდე პერიოდის მდგომარეობით ყოველთვიური ვიზიტების საფუძველზე შედგა.

ბაზრის უდავო ლიდერად Binance რჩება, რომელიც მომხმარებელს კრიპტოვალუტების უზარმაზარ არჩევანს, დაბალ საკომისიოებსა და სავაჭრო ინსტრუმენტების ფართო სპექტრს სთავაზობს.

მომხმარებლებს შორის კრიპტოვალუტის 10 ყველაზე პოპულარული ბირჟაა:

  • Binance (შტაბ-ბინა ჰონგ-კონგსა და მალტაში) - ყოველთვიური ვიზიტები 53 მილიონი; 24-საათიანი ვაჭრობის მოცულობა 5.12 მლრდ დოლარი; ტრანზაქციის საკომისიო 0.1%;
  • Coinbase (აშშ)- ვიზიტები 33.1 მლნ; ვაჭრობა 1.46 მლრდ დოლარი; საკომისიო 0-0.4% მეიკერისთვის და 0.05-0.6%-დან ტეიკერისთვის;
  • Gate.io (ჩინეთი) - ვიზიტები: 24.7 მლნ; ვაჭრობა 1.66 მლრდ დოლარი; საკომისიო 0-0.2%;
  • BYBIT (სინგაპური)- ვიზიტები: 24.2 მლნ; ვაჭრობა 4.68 მლრდ დოლარი; საკომისიო 0.1% მეიკერისთვის დ 0.06%-დან ტეიკერისთვის;
  • Bitget (სეიშელის კუნძულები) - ვიზიტები: 19.3 მლნ; ვაჭრობა 1.56 მლრდ დოლარი; ტრანზაქციის საკომისიო 0.1%;
  • WhiteBIT (უკრაინა-ლიეტუვა) - ვიზიტები 19 მლნ; ვაჭრობა 2.14 მლრდ დოლარი; საკომისიო 0.1%;
  • OKX (სეიშელის კუნძულები) - ვიზიტები: 18.1 მლნ; ვაჭრობა 1.84 მლრდ დოლარი; საკომისიო 0.1% მეიკერისთვის, 0.15% ტეიკერისთვის;
  • MEXC Global (სეიშელის კუნძულები) - ვიზიტები: 16.5 მლნ; ვაჭრობა 1.46 მლრდ დოლარი; საკომისიო 0.1% მეიკერისთვის, 0.01-0.02% ტეიკერისთვის;
  • DigiFinex (სინგაპური) - ვიზიტები 16.3 მლნ; ვაჭრობა 1.21 მლრდ დოლარი; საკომისიო 0.2%;
  • LBank (ჰონგ-კონგი) - ვიზიტები: 11.2 მლნ; ვაჭრობა 1.48 მლრდ დოლარი; საკომისიო: 0.1%.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ