ფრანსუა ბეტანკურ მაიერსი - როგორ ცხოვრობს მსოფლიოს უმდიდრესი ქალი

ფრანსუაზა ბეტანკურ მაიერსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი ოფიციალურად 2017 წელს გახდა. გასული წლის დეკემბერში მან მიაღწია კიდევ ერთ საოცარ წარმატებას და გახდა პირველი ქალი ისტორიაში, რომელმაც დააგროვა 100 მილიარდი დოლარის ქონება. მას მემკვიდრეობით ერგო სილამაზის გლობალური კორპორაცია L'Oréal. იგი კომპანიის დამფუძნებლის ეჟენ შულლეს შვილიშვილია.

Forbes-ის თანახმად, მაიერსი ახლა 92.6 მილიარდ დოლარს ფლობს. ამჟამად მის ოჯახს L’Oréal-ის აქციების 33,1% ეკუთვნის.

ბეტანკურ-მაიერსი ცხოვრობს პარიზში და ოჯახის დაარსებული საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტია. ფონდი ხელს უწყობს მეცნიერებასა და ხელოვნებას, ასევე აქვს სოციალური პროგრამები, ეხმარება აუტიზმის მქონე ბავშვებს. ფონდის შემოწირულობები ასევე ეთმობა ნეირონების კვლევას.

ფრანსუ 1953 წლის 10 ივლისს დაიბადა. გარდა ბიზნეს ინტერესებისა, ის ცნობილი მწერალიცაა.

ფრანსუმ კერძო კათოლიკურ სკოლაში მიიღო განათლება, სამეცნიერო ხარისხი კი ქრისტიანებისა და ებრაელების საერთაშორისო ურთიერთობაზე დაიცვა.

იგი დაქორწინებულია ჟან-პიერ მაიერსზე, წყვილს ორი შვილი ჰყავს.

ბეტანკურ-მეიერსი პირად საკითხებზე საუბარს გაურბის და როგორც წესი, მედიის ყურადღების ცენტრს მიღმა რჩება.

ფრანსუას ეკუთვნის ორი წიგნი - ბიბლიის ხუთტომეული და ბერძენი ღმერთების გენეოლოგია.

მისი ბოლო ნამუშევარი - Regard sur la Bible, გამოვიდა 2008 წელს.

L'Oréal 2024 წელს

დღეს L'Oréal არის მსოფლიოში წამყვანი კოსმეტიკური კომპანია, თავისი ქოლგის ქვეშ 40-ზე მეტი ბრენდს აერთიანებს.

იგი სიაში ითვლის ჰოლივუდის ყველაზე ცნობილ ვარსკვლავებს, მათ შორის არიან ჯეინ ფონდა, ევა ლონგორია და ჰელენ მირენი.

კომპანიაში, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს პარიზში, დასაქმებულია დაახლოებით 87 400 თანამშრომელი. მხოლოდ 2023 წელს, L'Oréal-ის შემოსავალმა 40.2 მილიარდ დოლარს მიაღწია.

hhh-1728146059.jpg

ფრანსას მთავარი რეზიდენცია პარიზში მდებარებს. ეგრეთ წოდებული "ძალაუფლების გარეუბანი" ცნობილი ფრანგი მსახიობები და პოლიტიკოსები ცხოვრობენ.

jjj-1728146078.jpg

ბეტანკურ მაიერსმა ასევე მემკვიდრეობით მიიღო სასახლე დასავლეთ საფრანგეთში, რომელიც გადაჰყურებს ბრეტანის სანაპიროს.

მდიდრული ქონება ბეტანკურის საზაფხულო რეზიდენციაა. თუმცა საცხოვრებლის შესახებ დამატებითი დეტალები მწირია.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი