საქართველომ წელს 27.3 მილიონი დოლარის ბანანი იყიდა

საქართველოში ბანანის იმპორტი 17%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 27.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 32.4 ათასი ტონა ბანანი იყიდა. ეს კი მაშინ, როცა გასულ წელს იმპორტზე შემოვიდა 23.3 მილიონი აშშ დოლარის 26.8 ათასი დოლარის ბანანი.

წელს საქართველოს ბანანის საშუალო საიმპორტო ფასი გაუიაფდა. კერძოდ, წელს თუ 1 კგ-ის საშუალო ფასი 84 ცენტია, გასულ წელს 87 ცენტს შეადგენდა.

საქართველოში ბანანი ძირითადად ეკვადორიდან შემოდის. ეკვადორის წილი ბანანის იმპორტში წელს 95%-ს შეადგენს. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წელს ეკვადორიდან 25.9 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 30.7 ათასი დოლარის ბანანი შემოვიდა.

მერი ტაბატაძე