Politicalsalaries-ი სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის, კონგრესისა და სხვა საკანონმდებლო ორგანოების წევრების ხელფასების შესახებ რეიტინგს აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი წლიური ხელფასი აშშ-ის კონგრესის წევრებს აქვს და 174 ათას დოლარს შეადგენს.
მეორე ადგილს ავსტრალიის პარლამენტის წევრები იკავებენ. მათი წლიური ხელფასი 158 630 დოლარს აღწევდა. მესამე ადგილზე კი არის ისრაელის ქნესეთის წევრები წლიური 156 480 დოლარით.
რეიტინგში კანადის პარლამენტმა მეოთხე ადგილი დაიკავა. მონაცემების თანახმად, პარლამენტარების წლიური ხელფასი 150 510 დოლარს აღწევდა. მეხუთე ადგილი სიაში სინგაპურის პარლამენტის წევრებს ერგოთ წლიური 147 290 დოლარით.