გერმანიაში მგზავრების გადაყვანას მალე მსოფლიოში ყველაზე გრძელი ტრამვაი დაიწყებს. ის ქალაქებში, მანჰეიმში, ლუდვიგსჰაფენსა და ჰაიდელბერგში, მომავალ წელს კი საქალაქთაშორისო მარშრუტებზე იმოძრავებს.
ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.
58,61 მეტრ სიგრძის ტრამვაი 368 მგზავრის გადასაყვანად არის განკუთვნილია და საათში 80 კილომეტრამდე სიჩქარეს ავითარებს.
ტრამვაის სხვა სახითაც, ანუ 30 და 40 მეტრ სიგრძითაც გამოუშვებენ. 40 და 60-მეტრიანი ტრამვაი ტექნიკური მომსახურების გამარტივებისთვის შესაძლოა, ორ ნაწილად გაიყოს, ხოლო ამ ნახევრების კომბინირება შესაძლოა, 50-მეტრიანი ვერსიის შესაქმნელად მოხდეს.
ექსპერტების შეფასებით, გრძელი და ტევადი ტრანსპორტი გზების განტვირთვასა და სითბური გაზების ემისიების შემცირებას ხელს უწყობს. ამავე მიზნით, მაგალითად, დანიაში ერთი წლის წინ სატვირთო ავტომობილებს ორმაგი მისაბმელით მოძრაობის შესაძლებლობა მიეცათ. კერძოდ, მათი ნებადართული სიგრძე 25,25 მეტრიდან 34 მეტრამდე გაიზარდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ