ველოტრეკი, მშრალი შადრევანი, ღია ამფითეატრი - როგორი იქნება და სად კეთდება სიდიდით მეორე პარკი თბილისში

"სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა იგეგმება," - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე ცნობით, პარკი დაახლოებით, 18 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა.

„სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, ახალი რეკრეაციული სივრცის, საქალაქთაშორისო პარკის მოწყობის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პარკი დაახლოებით 18 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა. ეს სიდიდით მეორე პარკი იქნება დედაქალაქში. თქვენ იცით რომ ყველაზე დიდი პარკი თემქის ხევში, 25 ჰექტარზე შენდება, სადაც მალე დასრულდება სამუშაოები.

რაც შეეხება, ამ ე.წ. სამხედრო დასახლების ტერიტორიას, პროექტის დასრულების შემდეგ, იქნება მთლიანად მოწესრიგებული, რეაბილიტირებული, გამწვანებული, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ახალი ხე-მცენარეებით, განათებით, ყველა საპარკო ინვენტარი არის გათვალისწინებული, ერთადერთი სიახლე იქნება ველოტრეკი.

ამასთან, პარკის ტერიტორიაზე იქნება ასევე ცხოველებისთვის გამოყოფილი ტერიტორია, ღია ამფითეატრი, სკეიტ-პარკი, საბავშვო სივრცე, ტრენაჟორები, მშრალი შადრევანი, სპორტული მოედნები. რაც შეეხება პროექტის დასრულებას, გვინდა მომავალი წლის ბოლოსთვის დავასრულოთ სამუშაოები,“- აღნიშნა მერმა.

ველოტრეკი, მშრალი შადრევანი

enscape-2023-03-16-18-45-35-1728294447.jpg

enscape-2023-03-16-18-41-02-1728294472.jpg

enscape-2023-03-16-18-46-10-1728294494.jpg

enscape-2023-03-16-18-42-52-1728294516.jpg

enscape-2023-03-16-18-32-51-1728294549.jpg

თაია არდოტელი