თბილისში 8 თვეში 1.9 მლრდ დოლარზე მეტის ღირებულების ბინა გაიყიდა, ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ უძრავი ქონების კვლევაშია აღნიშნული.
მათივე შეფასებით, ეს მაჩვენებელი, წინა წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდთან შედარებით, 1%-ით მეტია.
ამასთან, კვლევის ავტორების შეფასებით, 2024 წლის მხოლოდ აგვისტოში თბილისში 244.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 4.8%-იანი და თვიურად 9.4%-იანი კლებაა და ტრანზაქციების შემცირებული რაოდენობის შედეგია.
„2024 აგვისტოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ განაგრძო გაუმჯობესება, თუმცა ის მაინც შესუსტებული რჩება წლის დასაწყისთან შედარებით. აგვისტოში ფასები პირველად ბაზარზე თვიურად მცირედით 0.3%-ით გაიზარდა, ივლისში დაფიქსირებული უცვლელი ფასის შემდეგ.
შესუსტებული მოთხოვნა ასევე მოქმედებს მიწოდებაზე - გასული სამი თვის განმავლობაში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობა მკვეთრად, წლიურად 41.9%-ითაა შემცირებული. მოსალოდნელია რომ ნებართვების გაცემის ეს დინამიკა შენარჩუნდება 2024 წლის ბოლომდე, რადგან დეველოპერები, სავარაუდოდ, ელოდებიან მოთხოვნის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას,“- ნათქვამია მიმოხილვაში.